მასტერ კლასი

                                                                   I დღე
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ასეთი საინტერესო ტრენინგი იშვიათად მომისმენია, ვეცდები ტრენინგის ყველა საკითხი ჩამოვწერო, რომ ჩემთვის მომავალში გასახსენებლად ადვილი იყოს.
·         დავიწყებ გაცნობით: ტრენერმა გვთხოვა გაგვეხსენებია ყველაზე დიდი მიღწევა რა იყო ინტელის ტრენინგების ფარგლებში.
o    ჩვენ ვისმენდით ერთმანეთის საუკეთესო მიღწევებს და ამით უცბად გაირკვა ვისთვის რა იყო საუკეთესო მიღწევა, ტრენერს კი ყველა ჩვენთაგანზე წარმოდგენა შეექმნა პროფესიონალიზმის თვალსაზრისით.
·         შემდეგ აქტივობაში: შევავსეთ კითხვარი ტრენინგის მსვლელობისას რას ვაკეთებთ და რას არა მეტ - ნაკლებად, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, როგორი უნდა იყოს კარგი ტრენინგი და ტრენერი. ეს დაგვეხმარა დავფიქრებულიყავით იმაზე თუ რისი წაღება გვსურს ტრენინგიდან, კონკრეტულად ჩამოვყალიბდით საკუთარ მიზნებში. ჩამოვწერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი 3 მიზანი.
o    მოლოდინებს ყოველთვის ვეკითხებით ან ვაწერინებთ ტრენინგზე, მაგრამ ამ ფორმის უპირატესობაა, წინასწარ ჩამოწერილი კრიტერიუმების გადახედვა.
·         გონებრივი იერიში: რას უნდა ფლობდეს სკოლის კურსდამთავრებული, რომლის შეფასებაც შესაძლებელია
o   აღმოჩნდა რომ ის უნარები, რომელიც ჩამოვწერეთ ყველა, 21- საუკუნის უნარჩვევებია, რომელსაც ვერ უვითარებს თანამედროვე სკოლა.
o   ამ აქტივობით ხვდება მსმენელი, რომ ამ უნარებს მხოლოდ პროექტებით სწავლებით განუვითარებთ მოსწავლეს. ამის შემდეგ აუცილებლად ამით დავიწყებ ინტელის ტრენინგს.
·         პორტფოლიოების განხილვა: ყველა შენიშვნა იყო საინტერესო.
o   ვთვლი რომ ჯობს წინასწარ კი არ აჩვენოს მასწავლებელმა მის  მიერ შესრულებული მოსწავლის ნიმუში მოსწავლეებს, არამედ მისცეს იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნაშრომში გათვალისწინებული
·         კარგი რჩევები მივიღე პროექტის პროცედურებთან დაკავშირებით:
o   არ ვარგა პროექტი, სადაც არაა კვლევის პროცესი;
o   მოსწავლეები უნდა წერდნენ სამოქმედო გეგმას და არა მასწვლებელი;
o   ჯობია კლასი დაიყოს 3-5 კაციან ჯგუფებად (თანამშრომლობისთვის)
o   ჯგუფებს არ უნდა მისცე მკვეთრად განსხვავებული დავალებები, მათი შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ერთნაირი, ამიტომ ყველა უნდა აწარმოებდეს კვლევას.
·         დავიყავით 3 კაციან ჯგუფებად და ავირჩიეთ საპროექტო იდეა, ჩამოვწერეთ, როგორ  გადავანაწილებდით ჯგუფებში დავალებებს.
o   მნიშვნელოვანი კომენტარი იყო ის, რომ ჩვენც უნდა გადაგვენაწილებია ერთმანეთში დავალებები, თუ ტრენერი მსმენელებს ასწავლის ჯგუფში დავალებები უნდა გადანაწილდესო, თვითონაც არ უნდა არღვევდეს ამ პირობას.
·         როგორი უნდა იყოს კარგი პრეზენტაცია: საინტერესო რჩევები მივიღეთ
·         რეფლექსია როგორი უნდა გაკეთდეს: აუცილებელია რეფლესიაში ეწეროს მსმენელის აზრი და არა აქტივობების ჩამონათვალი.

·         რა მაინტერესებს: ძალიან მაინტერესებს მეცხრე ტრენინგზე  როგორ შევაფასოთ ეფექტურად და მოკლე დროში მსმენელთა პორტფოლიოები

ჳ                                                        II დღე

·         ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო განმავითარებელი შეფასების შესახებ, როგორ უნდა ავუხსნათ რა არის განმავითარებელი შეფასება: წინასწარ დაურიგოთ მასწავლებლებს თეორიული მასალა ამ თემაზე და გახაზონ ზმნები, რომელიც მათი აზრით საჭიროა განმავითარებელი შეფასებისთვის;
·         დავაზუსტე, რომ განმავითარებელი შეფასებისთვის არ კმარა კრიტერიუმების ჩამოწერა, მაგრამ კრიტერიუმების გარეშე არ შეიძლება განმავითარებელი შეფასება

·         მომეწონა როცა ტრენერი დავალების შესრულებისას აკვირდებოდა მსმენელებს ასრულებდნენ თუ არა დავალებას.
·         პრობლემების გადაჭრა:
o   პროცედურების წერა უნდა დაიწყონ იდეის მოფიქრებისთანავე, ყოველ ტრენინგზე რეფლექსიამდე 10 წუთით ადრე. უნდა გახსნან გეგმები და დაწერონ პროცედურები, მერვე ტრენინგზე კი უნდა დაალაგონ პრიორეტეტის მიხედვით;

o   რომ არ განმეორდეს საპროექტო იდეები,მსმენელებს წინასწარ უნდა მივცეთ იდეების ჩამონათვალი, თუმცა აქ მაქვს ეჭვი, რომ ახალ იდეებს მოფიქრებას აღარ დაუწყებენ და აქამდე თუ 3 მეორდებოდა ერთი და იგივე მერე 20 დან გამეორდება ისევ 3.
გამოთქვით თქვენი აზრი, რა არის გამოსავალი?





1 comment:

  1. Спасибо большое, у ВАс получилась полная и подробная рефлексия дня. ВАши оценки и заметки очень интересно читать , и с Вами хочется поообщаться в блоге! Для того, чтобы рефлексия была полным совершенством, попробуйте "спровоцировать " читателя Вашего блога на общение. Поставьте ему ряд интересных вопросов, поделитесь сомнениями , поинтересуйтесь его мнением. У вас обязательно получится!

    ReplyDelete